Chocola / ჩოკოლა
ჩვენი პირველი შოკოლადის მასტერკლასი ბავშვებისთვის
ჩოკოლაში ბავშვებისთვის პირველი შოკოლადის მასტერკლასი ჩავატარეთ. 🍫
ბავშვებმა შოკოლადი საკუთარი ხელით დაამზადეს, სხვადასხვა ფორმაში ჩამოასხეს და ყველა ეტაპში ხალისით ჩაერთნენ.
თუმცა მასტერკლასი მხოლოდ გართობა არ ყოფილა: ბავშვებმა შოკოლადის დამზადება პრაქტიკაში მოსინჯეს, თეორიაც შეისწავლეს და გაიგეს, რა გზას გადის შოკოლადი, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს.
დღის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ შოკოლადის ოსტატის სერტიფიკატი მიიღო და, რა თქმა უნდა, საკუთარი ხელით დამზადებული შოკოლადიც სახლში წაიღო. ❤️
ამ დღის ბავშვებთან ერთად გატარება ჩვენთვისაც დიდი სიამოვნება იყო — მათმა ცნობისმოყვარეობამ, სიხარულმა და ფანტაზიამ ყველანი გაგვახარა.
წინ კიდევ ბევრი ტკბილი შეხვედრა გველოდება. 🍫
← ბლოგზე დაბრუნება