Chocola / ჩოკოლა
Choco Love-ს ახლა ჩოკოლა ჰქვია
თუ Choco Love-ის სახელით გვიცნობდი, ახლა ჩოკოლა გვქვია. სახელი ახალია, დანარჩენი კი არ შეცვლილა: იგივე სამზარეულო, იგივე გუნდი და იგივე მიზანი — ხელნაკეთი შოკოლადი ნატურალური ინგრედიენტებით, რომელსაც ქუთაისში სიყვარულით ვამზადებთ.
ახალ სახელს ახალი ვებგვერდიც მოჰყვა. აქ შეგიძლია ნახო ჩვენი სრული ასორტიმენტი, შექმნა საკუთარი ფილა და შეუკვეთო მიტანით.
მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. წინ ბევრი სიახლე გელოდება: სეზონური კოლექციები, ამბები ჩვენი სამზარეულოდან და რჩევები, როგორ მიიღო შოკოლადისგან მეტი სიამოვნება.
← ბლოგზე დაბრუნება