Chocola / ჩოკოლა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს პოლიტიკა განმარტავს, რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ჩოკოლა, რატომ, ვის ვუზიარებთ, რამდენ ხანს ვინახავთ და რა უფლებები გაქვს შენ.
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი: ი/მ ირმა ნემსაძე, მისამართი — გველესიანის ქუჩა 58, ქუთაისი. ელფოსტა contact@chocola.ge, ტელეფონი +995 595 654 527.
ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც გვჭირდება შეკვეთის მისაღებად, დასამზადებლად და მოსატანად: სახელი, ტელეფონი, მისამართი, ელფოსტა, შეკვეთის შიგთავსი, ასევე ანგარიშის, კალათის, დიზაინების, შეფასებების, ჩატისა და ვაკანსიებზე განაცხადების მონაცემები.
მონაცემებს არ ვყიდით. ვუზიარებთ მხოლოდ სერვისის მომწოდებლებს, რომლებიც ჩვენი სახელით ამუშავებენ — ჰოსტინგი და მონაცემთა ბაზა (Cloudflare), ავტორიზაცია (Clerk), ანალიტიკა (PostHog), შეკვეთის შეტყობინებები (Resend) — ასევე საკურიერო პარტნიორებს და კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს.
შენ გაქვს უფლება მიიღო შენი მონაცემების ასლი, გაასწორო, წაშალო, შეზღუდო დამუშავება, გამოიხმო თანხმობა და გაასაჩივრო. მოთხოვნას პასუხს ვცემთ 10 სამუშაო დღეში. საჩივრით შეგიძლია მიმართო მონაცემთა დაცვის ზედამხედველ ორგანოს — სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (pdp.sao.ge).
კითხვებისთვის მოგვწერე: contact@chocola.ge, ტელეფონი +995 595 654 527.
დაგვიკავშირდი
ხშირად დასმული კითხვები